პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები.

ჩვენ კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან გვაქვს. ძალიან მალე საზოგადოება კონკრეტულად ნახავს, რა პოლიტიკურ ენერგიას მიიღებს ჩვენი ახალი პლატფორმა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ვაგრძელებთ გაშლას და ძალიან საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას ძალიან მალე“, - განაცხადა გეგელიამ.