წარმოუდგენელიც კი გახდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი, რამე რეალურზე ლაპარაკობდეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„წარმოუდგენელიც კი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი, რამე რეალურზე ლაპარაკობდეს გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებისა და გარდა, მადლობა ბიძინას - ამ კოშმარში ვართ. ამიტომ, უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ მარტო ხელისუფლება კი არ უნდა შევცვალოთ, ამბიცია უნდა დავსახოთ, მერე რას ვშვრებით, რა პრინციპებით ვმართავთ",- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.