ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა. მეორე ტურში მან ირაკლი ჩომახაშვილი დაამარცხა.
 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში გაიმართა.

ცნობისათვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად პირველი ტური 14 დეკემბერს ჩატარდა. ხმების დათვლის საბოლოო შედეგებით, ირაკლი ყანდაშვილმა - 1269 ხმა, მეორე კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა კი 1106 ხმა აიღო. ხმების უმრავლესობა - 50%+1 ხმა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. არჩევნებში სულ მონაწილეობდა 2 752 ამომრჩეველი. ამასთან, 14 დეკემბერს ასოციაციაში გამართულ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.