ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ტესტის თანახმად, აღმასრულებელი ბრძანებით (E.O.) 14024 აკრძალული ყველა ტრანზაქცია, ამ ზოგადი ლიცენზიის (c) პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, დაკავშირებული სამოქალაქო ბირთვულ ენერგეტიკასთან ქვემოჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ორგანიზაციის მონაწილეობით, ნებადართულია 2026 წლის 18 ივნისის აღმოსავლეთის დროით დილის 12:01 საათამდე"
„გაზპრომბანკი“;
„ვნეშეკონომბანკი“;
საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიე“
„სოვსკომბანკი“;
„სბერბანკი“;
„ვნეშტორგბანკი“;
„ალფა-ბანკი“;
„როსბანკი“;
ბანკი „ზენიტი“;
ბანკი „სანკტ-პეტერბურგი“;
ნაციონალური კლირინგის ცენტრი (NCC);
ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელშიც ზემოთ ხსენებული ერთი ან მეტი იურიდიული პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 50%-იან ან მეტ წილს;
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ „სამოქალაქო ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებული“ ნიშნავს ოპერაციებს, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაწყებული სამოქალაქო ბირთვული პროექტების მხარდასაჭერად.




