საფრანგეთის ლიგა 2-ში მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში აუტსაიდერ „ბასტიას“ ვერ მოუგო.
მასპინძლები სტუმრებს ორჯერ ჩამორჩნენ და ორივეჯერ ზურიკო დავითაშვილის (Flashscore - 7.8) წყალობით შეძლეს წონასწორობის აღდგენა, შეხვედრის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს და ფრეს დასჯერდნენ.
„სენტ-ეტიენი“ - „ბასტია“ 2:2(1:2)
გოლები: 19' ჯერემი სებასი 0:1, 24' ზურიკო დავითაშვილი 1:1, 34; ფელიქს ტომი 1:2, 81' ზურიკო დავითაშვილი 2:2
88-ე წუთზე ფლორიან ტარდიეს დარტყმული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარე ჯონი პლასიდმა მოიგერია.




