არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი მარგარეტა გრეგოროვა და რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავასთან ერთად აკეთებენ განცხადებებს, თუმცა საზოგადოებამ უკვე კარგად გაარჩია, ვინ რის მხარეს დგას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრებად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს.

„ვხედავთ ქვეყნის გარეთ წარმოებულ მორიგ კამპანიას. რადიკალური ფრთის ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც კი სისტემატურად სტუმრობდა უცხოეთს, წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა იქ და არა მოსახლეობასთან, რადგან მათ მოსახლეობისთვის არც არაფერი ჰქონდათ სათქმელი. ახლაც გამოჩნდნენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ერთად, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრებად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს, აკეთებენ ყველაფერს, რათა გაამყარონ და რაღაც ფორმით აცოცხლონ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული დღის წესრიგი. უფრო მეტიც, ისინი არიან დაინტერესებულნი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ისინი მხარეს წარმოადგენენ. ეს არასოდეს არც დაუმალავთ და პირდაპირ წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებენ, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მათი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი არის განმსაზღვრელი იმ პოზიციონირების, რომელსაც, სამწუხაროდ, აგრძელებენ და რეალობას და სამართლიანობას აბსოლუტურად აცდენილი არიან. აქედან გამომდინარე, ასეთი განცხადებები არანაირ სერიოზულ აღქმას ჩვენ საზოგადოებაში არ იწვევს.

ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ქვეყნის შიგნით და ეს ქვეყნის გარეთაც მილევად რეჟიმშია, ერთსა და იმავე ოდიოზურ ფიგურებთან აქვთ კომუნიკაცია. რეალურად იმასაც ხედავენ, რომ ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ ჯანსაღი აზრის და სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ღიად და ხმამაღლა ამბობენ, რომ არ შეიძლება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იმ ფორმით, რასაც ევროპარლამენტი ცდილობს წლების განმავლობაში. რაც მთავარია, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აბსოლუტურად მისაღებია არჩევნები, რომელიც მაღალი სტანდარტით ჩატარდა 26 ოქტომბერს, შესაბამისად, უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსთან, ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით. ამიტომ ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი გრეგოროვა და ქალბატონი იუკნევიჩიენე და სხვა ოდიოზური პირები ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავასთან ერთად მსგავს განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად გაარჩია, ვინ რის მხარეს დგას. ამის ნათელი დადასტურება იყო ის შედეგი, რაც საზოგადოების მხარდაჭერით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, „ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში“. ხოლო ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ აღნიშნა, რომ „რეზოლუციაში გაწერილია ნაბიჯები, მაგალითად, ინდივიდუალურად მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, ისევე როგორც მოგზაურობის აკრძალვა ინდივიდებისთვის