მთავარი არის ის თუ ვინ დგას პარტია"ნაციონალური მოძრაობის" მმართველ სადავეებთან, ეს არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ეს არის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც არ შეცვლილა, კვლავ იმავე პრინციპებზე დგას. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მთავარი არის ის თუ ვინ დგას ამ პარტიის მმართველ სადავეებთან, ეს არის კეზერაშვილი, ეს არის მერაბიშვილი და შინაარსი პოლიტიკური პარტიისა, რომელიც არ შეცვლილა და რომელიც კვლავ იმავე პრინციპებზე დგას. ეს არის სადისტური მმართველობის გადმონაშთი, რომლის რაღაც ანასხლეტით აღმოჩნდა სათავეში ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილის არის კლოუნის მაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე, რომელმაც არა თუ ინგლისური ან რომელიმე სხვა ენა, არამედ ქართულიც საკმაოდ ცუდად იცის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, ფაქტობრივად ორად გაიყო. ნიკა მელია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობის" მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში