პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ქვეყნის წინაშე და ფაქტია, რომ მათი [რადიკალური ოპოზიციის] ნებისმიერი შეკრება, ურთიერთობები ახალგაზრდებთან სწორედაც რომ ორიენტირებულია აგრესიული აქციების გამართვის ორგანიზებისაკენ და აბსოლუტურად არაა აუცილებელი, რომ პირდაპირ ისაუბრო რევოლუციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა.
გიორგი ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის უცენზურო შინაარსის ფეისბუქ-პოსტსაც.
„რაც შეეხება, გინებას, ამაზე რასაკვირველია შესაბამისი პასუხები არსებობს და მათ ზუსტად იციან ამ პასუხების შინაარსიც, ოდენობაც და მოცულობაც“, - აღნიშნა ვოლსკიმ.