საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხების გენერალურ დირექტორს, იაროსლავ კურფურსტს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.

„ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე  და ყურადღება გავამახვილეთ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - დეპოლარიზაციაზე. ასევე,  განვიხილეთ მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩეხეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი პერტ მიკისკა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხების გენერალური დირექტორის პირველი მდივანი დანიელ სტრაკა და ჩეხეთის ელჩის მოადგილე იანა გასპარიკოვა.