უშველებელი თანხები დახარჯეს, რომ პიარკამპანიას წარმატება ჰქონოდა, მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის მოწამვლის ამბავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სიცრუის დეტექტორზე უნდა შევაერთოთ ზოგიერთი ადამიანი, რომ გავიგოთ რეალურად, რას ფიქრობს. რთულ მდგომარეობაშია სააკაშვილის გარემოცვა, მისი ოჯახი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ჩართულები არიან გარკვეული გეგმის რეალიზაციაში, რომელიც გულისხმობს სააკაშვილის ცუდად ყოფნას, თვითდაზიანებას და მოწამვლის თემაზე მუდმივ საუბარს. უშველებელი თანხები რაზეც დახარჯეს, რომ პიარკამპანიას წარმატება ჰქონოდა, მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის მოწამვლის ამბავი. უტყუარი ცნობები როდესაც გვაქვს უკვე ხელთ, ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სიმართლე და არის სიცრუე ძალიან ძნელია, გააკეთო დამაჯერებელი განცხადებები. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიცრუის კამპანიაში ჩართულია ოჯახი, დედა, რომელიც პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს, მისმა შვილმა მიიღოს შესაბამისი დანიშნული სამედიცინო მომსახურება და კვებით რეჟიმს დაემორჩილოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ 12 აპრილს განაცხადა:„ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს.