„ქართული ოცნება“ გრენლანდიასავით არის - თუ არ გავიტანეთ, თავში დაგვეცემა. მართლა გეუბნებით, უნდა გავიტანოთ დროზე. ყველამ უნდა ვთქვათ: გაიტანეთ! , - ამის შესახებ „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია-ლელოს. ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება“,- მიმართა ვაშაძემ პარტიებს.ვაშაძის თქმით, არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი აქვს. „რეალურად, დღეს არჩევნები არის დაპირისპირებასა და ერთიანობას შორის. ჩვენ ან ისევ ვაგრძელებთ ქვეყნის შიგნით დაპირისპირების გზას ან ვერთიანდებით და ვიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს. „ქართული ოცნება“ ყოფს, ჩვენ ვაერთიანებთ. საზოგადოების არცერთ ჯგუფს არ გამოვყოფთ და არ ვამბობთ, რომ ვინმე ამ ქვეყნის მტერი არის. ამ ნეგატიურ რიტორიკაში მათ რაღაც მომენტში აგვიყოლიეს, ჩვენ ახლა უნდა გამოვიდეთ აქედან და ვთქვათ, რომ ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს იმიტომ, რომ ქვეყანა თავზე ჩამოგვეშლება. ახალა საქართველო არის დაჭრილი არწივივით, ყვავ-ყორნები ესევიან გარედან და ჭამენ და ჭამენ სისხლს. ამას გეუბნებით ამ ადამიანებზე. ვისი დამკვიდრებულია ტერმინი „უსამშობლო“? იგივე „ღალატის პარტია“ ? სულ მათი დამკვიდრებულია“,- განაცხადა ვაშაძემ.