ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ბიძინა კი, კვლავ დაპირისპირებასა და ძალადობას გვთავაზობს. ეს არ არის გზა განვითარებისკენ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება” ყოფს და კვლავ აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ. ამიტომ გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება, თუ ერთიანობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. დავსვათ კითხვა, რა მოუტანა „ოცნების“ 12-წლიანმა მმართველობამ საქართველოს? ქვეყანა უფრო გააღარიბა, კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვა ოჯახი, ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია პარტნიორებს და საქართველო მოექცა იზოლაციაში.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ბიძინა კი, კვლავ დაპირისპირებასა და ძალადობას გვთავაზობს. ეს არ არის გზა განვითარებისკენ. საქართველოს მოქალაქეს უნდა მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი შვილებისთვის. ერთიანობით, გუნდური თამაშით შეგვიძლია მივაღწიოთ ამას და გავიმარჯვოთ! ძალა, რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება“, - განაცხადა ვაშაძემ.