გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ევროკავშირი ფაქტობრივად ერთმანეთის მიყოლებით წყვეტს საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც მკაფიო გზავნილია, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„უმძიმეს ვითარებაში ვართ, მაგრამ არა გამოუვალში, იმიტომ რომ ნამდვილად გამოსავალი 26 ოქტომბერია. ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ევროკავშირი ფაქტობრივად ერთმანეთის მიყოლებით წყვეტს საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც მკაფიო გზავნილია, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის. 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, სწრაფად ვუახლოვდებით ევროკავშირს თუ ვართ არშეუმდგარი სახელმწიფო. გამოსავალი არის, გამოსავალი ერთიანობაშია, რასაც ელოდება ცივილიზებული სამყარო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.