"ჩაუნაცვლეს ალბათ შემოსავალი, ევროპელ პენსიონერებზე ნაძარცვი ფულით. თან გატისკეს, წარმომიდგენია რა ბულინგის ქვეშ იყვნენ ეს საცოდავები...ფაქტი ერთია, ბოლომდე გაიბანძეს თავი, შიგნიდან და გარეთაც. ესეთი ვითომ ვაჟკაცები არიან ესენი, ამათი ნავაჟკაცარის და შესრულებულის რა ვთქვა მე ..." - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მოძარობა "სირცხვილიას" დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, "სირცხვილიამ" „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ცნობილი გახდა, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.
დღეს კი, მოძრაობა, გუშნდელი გადაწყვეტილება შეცვალა: