ვიქტორ ყიფიანი დაემატა ახლა ამ ქვეყნის მღლეტავის ე.წ. პოლიტიკურ გუნდს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

„მევახშე ხაზარაძის და კოლექტიური ნაცმოძრაობის პრინციპია, ერთი ხელის მოსმით შეიერთონ ყველა ვინც კი ფულზე იყიდება. არც მეტი არც ნაკლები, ვიქტორ ყიფიანი დაემატა ეხლა ამ ქვეყნის მღლეტავის ე.წ. პოლიტიკურ გუნდს. გარდა იმისა რომ ეს ვინმე ყიფიანი მუშაობდა ბიძინასთან ერთერთი ადვოკატის პოზიციაზე და შემდგომ რაც გაირკვა, დათვურ სამსახურს უწევდა მას, სხვა არაფერი არ არის ცნობილი. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის რიგებში მყოფი პერსონალიები, ადასტურებენ მის მორალურ და ზნეობრივ ხარისხს. კიდევ მრავალი ესეთი უსახო და ამორალური პიროვნება ჰპოვებს ნავთსაყუდელს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში“, - წერს გამსახურდია.