ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვის ზომები უკვირთ ამ ნამუსგარეცხილ, პოლიტიკოსებად შერაცხილ ბრბოს, როდესაც მათი ბელადი მიშა, ყოველი ტორტის, თუ ყაიმაღის უზომოდ ჭამისას, ფინანსურ პოლიციას, სოდს, კუდს და პროკურატურას არბევინებდა კვების ობიექტებს, - წერს გიორგი გამსახურდია.
„ყველაზე ომახიანი გამხმოვანებელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, სწორედ რომ ეს ხალხის მღლეტავი, გაქნილი მევახშე ხაზარაძეა. ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვის ზომები უკვირთ ამ ნამუსგარეცხილ, პოლიტიკოსებად შერაცხილ ბრბოს, როდესაც მათი ბელადი მიშა, ყოველი ტორტის, თუ ყაიმაღის უზომოდ ჭამისას, ფინანსურ პოლიციას, სოდს, კუდს და პროკურატურას არბევინებდა კვების ობიექტებს და მის მეპატრონეებს ამ კლოუნის მოწამვლის ბრალდებით. ყოველდღიურად ქალაქის გადაკეტვებზე და მსგავს სიგიჟეებზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია მისი ზეობისას.
ისე, რაღაც ძალიან გაშფოთებთ ბიძინას უსაფრთხოების ჯეროვნად დაცვა, აქაც იგრძნობა რომ მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტყუილად არ დაწყებულა. სულით ჩია კაცებო თქვენ, 26 - ში მოგიჩენთ თქვენ საკადრის ადგილებს“, - წერს გიორგი გამსახურდია.