მიუხედავად უკრაინის მთავრობის გარეწრული პოლიტიკისა ჩვენს მიმართ, ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდნტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს და უკრაინელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ვულოცავ ყველა ჩემ უკრაინელ მეგობარს,ახლობელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის არნახულ და უსასტიკეს რუსულ აგრესიას იარაღით ხელში. არავის არ ეგონოს რომ უკრაინაში რაიმე სახის უმრავლესობა გააჩნია სააკაშვილის სექტის მომხრეებს და მათთან ასოცირებულ პირებს. მათდამი მხოლოდ სიმპატიებს განიცდის, ზელენსკი, ვინმე დიჯეი ბრაუნი და კიდევ რამდენიმე უღიმღამო, უკვე ყავლგასული უკრაინელი პოლიტიკოსი. გამარჯვება მინდა ვუსურვო უკრაინას პირველ რიგში და მიუხედავად უკრაინის მთავრობის გარეწრული პოლიტიკისა ჩვენს მიმართ, ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში.