„საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში. ამიტომ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უნდა გადავირჩიო 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სენატში საქართველოს საკითხის განხილვაზე
“ივანიშვილის მოღალატურმა რეჟიმმა საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, რადგანაც სწორედ ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებასა და იმ ურთიერთობების გაგრძელებისათვის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამას არაფერი არ უშველის თუ ჩვენ ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად არ შევძელით 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის გადარჩევა და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას.
განაახლოს ურთიერთობები აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც, ისარგებლოს იმ საშუალებები, რომელიც ასევე არის გათვალისწინებული კონგრესის კანონში და მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ევროკავშირთან კი დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ასრულებს პუტინის დავალებას საქართველოში და წინ ეღობება ქართველი ხალხის იმ მიზნებსა და მისწრაფებებს, რასაც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ჰქვია.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ