გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება - დავდგეთ ერთად, თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. თუ გახარიას პარტია თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.