2012 წელს სააკაშვილმა ყველა პირობა შეუქმნა ივანიშვილს კონსტიტუციის შეცვლის სახით, რომ მას არჩევნებამდე პოლიტიკაში სამოქმედოდ, მაქსიმალური კომფორტი ჰქონოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ჩვენი ოპონენტი, საქართველოს მოღალატური ძალაა, ივანიშვილის ბანდის სახით, რუსული მაფიის ქართული ფილიალის სახით. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ორპოლუსიანობა არის, დაპირისპირება არის დიახ, ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობასა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოს იდეას შორის, რომელიც ახლა საპყრობილეშია, იმ ვითარებაში, როდესაც მან 2012 წელს ხალხის ნება მიიღო და წავიდა ოპოზიციაში, როდესაც მან მანამდე ყველა პირობა შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს კონსტიტუციის შეცვლის სახით, რომ მას ჰქონოდა მაქსიმალური კომფორტი პოლიტიკაში სამოქმედოდ არჩევნებამდე, ეს არის ფაქტი",- განაცხადა გიორგი ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში.