სისტემა Мир მუშაობს მხოლოდ ბელორუსიაში, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში...და ესენი იცავენ სანქციების რეჟიმს?!… - წერს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ შეისწავლის ТочкаБанк არის თუ არა სანქცირებული.
წარმოუდგენელი განცხადებაა!
ეს ბანკი სარგებლობს სისტემა Мир-ის ბარათებით და აწარმოებს პირდაპირ რუბლი-ლარი ოპერაციებს, საერთაშორისო საფინანსო კონტროლს მიღმა. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული აქვს უამრავი ტერმინალი. კაცმა არ იცის იქ რა ხდება!ახლა შეისწავლიან?!..
ცნობისათვის - სისტემა Мир მუშაობს მხოლოდ ბელორუსიაში, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში...და ესენი იცავენ სანქციების რეჟიმს?!… - წერს გია ხუხაშვილი.