მგონია, რომ რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა “ჩასაფრებიდან” მოქმედება, ახლა არის დრო ოპოზიციამ ინიციატივა თავის ხელში აიღოს და თვითონ შექმნას ამ ტაქტიკური ბრძოლის დღის წესრიგი. - წერს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით.
"მგონია, რომ რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა “ჩასაფრებიდან” მოქმედება, ახლა არის დრო ოპოზიციამ ინიციატივა თავის ხელში აიღოს და თვითონ შექმნას ამ ტაქტიკური ბრძოლის დღის წესრიგი.
ამის გაკეთება შესაძლებელია შემდეგნაირად:
გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი.
პარალელურად პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით.
ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!" - წერს გია ხუხაშვილი.
პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.
კენჭისყრამდე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე.
„ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.