ხალხს ოპოზიციისგან სჭირდება არა ხელისუფლების საქციელის კომენტირება, არამედ შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მოქმედებები - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიცია ახლა უშვებს პოლიტიკური ვითარების გამოცოცხლების და საზოგადოების თვალში რეაბილიტაციის უნიკალურ შანსს, აცხადებს რა გამარჯვებად ხელისუფლების უტიფარ ქმედებებს და ამით კმაყოფილდება.

ხალხს ოპოზიციისგან სჭირდება არა ხელისუფლების საქციელის კომენტირება, არამედ შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მოქმედებები.

მარტივი მისახვედრია - “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”- მხოლოდ აძლიერებს მათ მიმართ სკეპტიციზმს.

გავიგეთ ბატონო ხელისუფლება რომ ცუდია…

ახლა ის გვითხარით, თქვენ რა შეგიძლიათ?!…“- წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.