ნეგატიურ ველში ვისაც მეტი რესურსი აქვს, ის იმარჯვებს ორპოლუსიანობის სიტუაციაში და უფრო მეტი რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი ნიშნავს „ტიტანიკზე“ ასვლას, იმიტომ რომ ელექტორალური ზრდის პოტენციალი ამ პარტიას არ აქვს, იქ ვინც მივა, დაკარგავს საკუთარ იდენტობას და საკუთარ ამომრჩეველს. თუმცა ერთი-ორი კაცი იხეირებს, მაგრამ პარტია დაკარგავს სახეს. რატომ არ აქვთ ელექტორალური ზრდის პოტენციალი? - ნეგატიურ ველში ვისაც მეტი რესურსი აქვს, ის იმარჯვებს ორპოლუსიანობის სიტუაციაში და უფრო მეტი რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“. გარეთ დარჩენილი არიან გარკვეული პარტიები, რომლებიც შეიძლება შეიკრიბონ და სინერგია შექმნან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.