ოპოზიციონერი როგორ შეიძლება იწოდებოდეს ოლიგარქად?! - გაუცნობიერებელ ადამიანებს ამ იდიოტობას უტენიან თავში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ოლიგარქი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აკონტროლებს და ამით ეძებს რაღაც სიკეთეს. როგორ შეიძლება ხაზარაძეზე ვილაპარაკოთ, რომ ოლიგარქია, ხელისუფლებასთან რამე ურთიერთობა აქვს? ოპოზიციონერი ოლიგარქი თავისთავად არის აბსურდი, როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი საერთოდ, მაგრამ გაუცნობიერებელ ადამიანებს ამ იდიოტობას უტენიან თავში დღე და ღამე. ოლიგარქია ნიშნავს ხელისუფლებაში ინტეგრირებას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.