აბსურდია იმაზე საუბარი , რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის პროექტია, - თამაში, რომელიც თვითდაზიანებაში გადადის, უკვე მაზოხიზმია და დამერწმუნეთ, ბიძინა მაზოხისტი ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„იმაზე საუბარი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ვიღაცის პროექტი იყოს, უბრალოდ აბსურდია, იმიტომ რომ იმ ადამიანისთვის, ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა. მოგეხსენებათ, ის პარალელურად საფრანგეთის მოქალაქეცაა, შესაბამისად, შეიძლება სამომავლოდ, რაღაც გეგმებიც ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საქართველოს კუთხით არის მთავარი ფიგურა. მის სიტყვას ყველაზე მაღალი წონა და ფასი აქვს საფრანგეთში. თვითდაზიანებას ბიძინა, სალომეს რომ მასთან რამე კომუნიკაცია ჰქონდეს, ბუნებრივია, არ მიიყენებდა. თამაში შესაძლებელია, მაგრამ თამაში, რომელიც სერიოზულ თვითდაზიანებაში გადადის, უკვე მაზოხიზმია და დამერწმუნეთ, ბიძინა მაზოხისტი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.