მე დღესაც არ ვთვლი, რომ ბიძინა რუსეთის კაცია, მაგრამ გადამეწურა იმედი, რომ ბიძინა რუსეთის მძევლობიდან გამოვა, თუნდაც თავისი წარსულიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი პროგნოზი გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„მე დღესაც არ ვთვლი, რომ ბიძინა რუსეთის კაცია. სხვა საკითხია, რომ გადამეწურა იმედი, რომ ბიძინა რუსეთის მძევლობიდან გამოვა, თუნდაც თავისი წარსულიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი პროგნოზი გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი თავისი თავის კაცია და არ არის არანაირი რუსეთის კაცი. მას მანევრი იმისა, რომ პოლიტიკა შეეცვალა ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ როდესაც შარშან გააკეთა პროგნოზი, რომ რუსეთი სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას, რის შემდეგაც ჩვენკენ შემოტრიალდებოდა და შემოგვთავაზებდა ტრაქტატი 2-ზე ხელმოწერას, როგორც ჩანს მან შეუთვალა მოსკოვს, რომ ის იქნებოდა აბსოლუტურად ლოიალური და მზად იქნებოდა საქართველო ტრაქტატი 2-ზე ხელმოსაწერად. როგორც ჩანს არასწორი პროგნოზის შემდეგ მან კრემლში გასცა გარკვეული გარანტიები, რომლის მძევალიც არის დღეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.