„ლელო“ შეიძლება გახდეს ორბიტალური მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ტიპის გაძლიერება სჭირდება ამ ყველაფერს, ერთგვარი ორთქლმავალი სჭირდება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება პრეზიდენტის ფიგურა. პრეზიდენტს შეუძლია იქცეს ერთგვარ ცემენტად ამ კონფიგურაციის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველაზე სერიოზული პერსპექტიული მოთამაშე, ოპოზიციურ ფლანგზე არის „ლელო“ და „საქართველოსთვის“, ჯერჯერობით ასე ჩანს. „ლელოს“ ბევრად მეტ ადამიანური რესურსი აქვს და 5 %-იან ბარიერს აწევს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, „ლელო“ შეიძლება გახდეს ორბიტალური მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ტიპის გაძლიერება სჭირდება ამ ყველაფერს, ერთგვარი ორთქლმავალი სჭირდება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება პრეზიდენტის ფიგურა. პრეზიდენტს შეუძლია იქცეს ერთგვარ ცემენტად ამ კონფიგურაციის. რა თქმა უნდა, „ლელო“ არის მიზიდულობის ცენტრი, ორი - სამი პარტია შეიძლება იყოს ასეთი, მაგრამ შემკვრელიც თუ იქნება დამატებით, ინსტიტუციური ლიდერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს ამ ყველაფრის. დღეის მდგომარეობით, ხელისუფლებამ თავისივე სიბრიყვით, თუ ბოღმით, პრეზიდენტი აქცია... თვითონვე აუწია მას ინსტიტუციური ავტორიტეტი მაღალ ნიშნულზე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.