კვლევა უნდა გვაძლევდეს სრულ “ნედლ” სურათს ანალიზისთვის და არა “ნახირივით მიგვერეკებოდეს” ისევ იმ უპერსპექტივო, ორპოლუსიანი სისტემისკენ - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როდესაც საარჩევნოდ ვიმყოფებით ე.წ. “ნეგატიურ ციკლში”, ანუ ამომრჩეველს უწევს არჩევანის გაკეთება არა საკუთარი გემოვნებით, არამედ იძულებით, ცუდსა და უარესს შორის, ან აკეთებს ალტერნატულ არჩევანს, მაგრამ ბარიერის გამო “ნაშთის” სახით მისი ხმა ნაწილდება იგივე ცუდსა და უარესს შორის, ეს უსამართლოა, მაგრამ გასაგები, რადგან არჩევნების შედეგები რაღაც ფორმულით უნდა დალაგდეს.
როდესაც იგივეს აკეთებს სოციოლოგიური კვლევა, ე.წ. “ალოკაციის მეთოდით” მაშინ, როდესაც არჩევნებამდე თითქმის წელიწადნახევარია დარჩენილი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს ბადებს სერიოზულ კითხვებს…
კვლევა ამ ეტაპზე უნდა ასახავდეს საზოგადოებრივ განწყობებს მთელი თავისი მრავალფეროვნებით. გვაძლევდეს სრულ “ნედლ” სურათს ანალიზისთვის და არა “ნახირივით მიგვერეკებოდეს” ისევ იმ მანკიერი, უპერსპექტივო, ორპოლუსიანი სისტემისკენ…“- წერს გია ხუხაშვილი.