ნორვეგიაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში.

ასპარეზობის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე +109 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. მათ შორის უნდა ყოფილიყო ქართველი სპორტსმენი ბაქარ თურმანიძეც, თუმცა, ზედ შეჯიბრების დაწყების წინ, ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე, სპორტსმენთა საწყისი წონების გასწვრივ, თურმანიძისთვის თავდაპირველად მითითებული 195 კგ გაქრა და ხაზები გაჩნდა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებული მწირი ცნობის თანახმად, თურმანიძემ ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა ორ სომეხ სპორტსმენს, ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანს და სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს შორის გაიმართა. უფრო ძლიერი ვარაზდატ ლალაიანი იყო. მან მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.