ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, პაროდია არ არის?- დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა
„ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე - პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.