მშვენივრად იცით, რომ გივი თარგამაძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის სახელით ვერ ილაპარაკებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

გია ბარამიძეს ჟურნალისტმა გივი თარგამაძის გუშინდელი განცხადებების შეფასება სთხოვა.

„ამ საკითხზე ჩემთვის კითხვის დასმა არარელევანტურია. ბუნებრივია, ნებისმიერი მოქალაქის განცხადებებზე მე არ უნდა მეკითხებოდეთ“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

კითხვაზე, „გივი თარგამაძე ნებისმიერი მოქალაქეა? ის თქვენი ყოფილი თანაგუნდელია“, – გია ბარამიძე პასუხობს, რომ „წევრიც კი ვერ ისაუბრებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვერ ისაუბრებს ყოფილი წევრი“.

ცნობისათვის, გივი თარგამაძემ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ - მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.