გივი თარგამაძე: პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა ევროპაში პროტესტის დროს მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ - მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს - ამის შესახებ გივი თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველაფერი მოხდება საერთოდ, თუ არ იქნება ადეკვატური წინააღმდეგობა. შემდეგი იქნება რკინიგზა, მერე იქნება დიპლომატიური ურთიერთობების წარდგენა, სანამ ჩვენ ვიქნებით წაკუზულები და ისინი იქნებიან ზედ წამომჯდარები. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად თუ ადეკვატური წინააღმდეგობა არ შეხვდა ამ ყველაფერს. ვფიქრობ, იმაზე ლაპარაკი, ვაიმე ის ფორმა და ეს ფორმა, პოლიციის მანქანა არ დავწვათ... თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად. ვგულისხმობ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა სამკუთხედთავიანი დ უცახცახებდა ხმა, ანუ ვიცით რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ამ ყველაფერს. საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს და იმათ არა აქვთ არანაირი ზრდის რესურსი, რაც არის ეგ არის. არ ვიძახი რაღაც უშველებელი გავაკეთოთ, უბრალოდ იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ მთელ ევროპაში, ვინ მოიგონა ეს საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია. იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო. აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“- განაცხადა გივი თარგამაძემ.