ახლა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაგვიბრუნოსო, სუსის აგენტურა მგონიხართ ან მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი ვინც ამას იმეორებთ!! - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.
"ხშირად ისმის კითხვა აფხაზეთს დავიბრუნებთ?!
ჯერ სწორად უნდა გვესმოდეს, ვინ და როგორ დაგვაკარგვინა ძმები აფსუები და მშობლიური მიწები ,შემდეგ მიხვდებით ,რომ არავინ არაფრის დამბრუნებელი არაა!
აფხაზეთი დაგვაკარგვინა სახელმწიფოს უშიშროებან(კგბ) რომელიც იმართებოდა მოსკოვიდან,მოსკოვი კი იმართებოდა ვაშინგტონიდან! უბრალო მაგალითი, სააკაშვილმა უშიშროების დავალებით წაგვართვა ქართველებს კანონიერად შესყიდული მიწები საქართველოში,დღეს ივანიშვილი უშიშროების შიშით ვერ გვიბრუნებს ამ მიწებს და ქონებას, როგორ ფიქრობთ აფხაზებსა და აფხაზეთს დაგვიბრუნებენ, სანამ ეროვნული უშიშროება არ გვეყოლება??? რატომ ვიტყუებთ თავს? ახლა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დაგვიბრუნოსო, სუსის აგენტურა მგონიხართ ან მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი ვინც ამას იმეორებთ!!! შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს ბიძინას მაგის ,მაგრამ ვინ მიცემს ამის უფლებას?საკუთარ მიწებს წართმეულს კახეთში ვერ გვიმტკიცებს სასამართლო სუსის ოდეერების შიშით და აფხაზეთს დაგვიბრუნებენ???ვისწავლოთ ქართველებო გამბედაობა ,სიმართლის თქმის გამბედაობა ,თორე გვეშველება რამე?არაფერი არ გვეშველება,იქ სადაც ამდენი პროცენტი სუსის მონა ცხოვრობს!!
სუსის შენობიდან გაძევებული უნდა იქნას უცხო ქვეყნის ოფისი თორე არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენ არავართ! მანამდე არაფერი ქართული საქმე საქართველოში არ წავა წინ!დიდება ღმერთს!!!"- წერს ემზარ კვიციანი.