ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მოღალატე, ცრუპენტელა გახარია როცა გეუბნებოდათ, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარს, მისი დავალებით შევქმენი პარტიაო და ზოგიერთებს გჯეროდათ, ვყოფილვარ მართალი, რომ გეუბნებოდით გატყუებთ ეგ მაზაკვალითქო? ახლა კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, ოცეულში მოხვედრას რომ გპირდებათ ას კაცს (აბა მეტი მხარდამჭერი არც ჰყავს მთელს საქართველოში), გატყუებთ, ყველას ჩაგხსნით და ვისაც მისი პატრონები დაავალებენ, ის ნაცები იქნებიან მოღალატე ცრუპენტელას სიაში, რომლებიც ვერასოდეს გადალახავენ 1% -საც კი! არ გიტყდებათ ნაცების მოკავშირეები რომ გაგხადათ საკრებულოებში? ახლა რა არგუმენტი გაქვთ? აბა დაფიქრდით ოცეულში ასი როგორ მოხვდებით? მითუმეტეს როცა ნაცებით გამოტენის?"- წერს სამხარაძე.