დღეს, 19 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების, მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.












