ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო და ამ მოვლენას ვანდალიზმი არ უწოდა. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი ატეხილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს მოქცეული კანონის ჩარჩოში და არ იყოს ისეთი განუკითხაობა, როგორიც დღესაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2021 წელს მეუფე შიომ განაცხადა და თქვა, რომ ეს თუ არ მოხდა, ქვეყანაში სულ პოლარიზაცია იქნება. ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო და ამ მოვლენას ვანდალიზმი არ უწოდა. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი ატეხილი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. განცხადებები, რომლებიც ვრცელდება საპატრიორქოს ვებგვერდზე, ყოველთვის არის შეთანხმებული უშუალოდ პატრიარქთან. პირველივე განცხადებებში მე ვთქვი, რომ წმინდა მატრონას სტალინთან შეხვედრა უფრო მითია, ვიდრე დადასტურებული ფაქტი - სწორედ ეს აისახა განცხადებაში. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც ჰქონდა სამართლიანი პროტესტი ამ ვანდალიზმის მიმართ, გაუჩნდა ნაკლულოვანების გრძნობა, რომ თითქოს განცხადებაში უნდა ყოფილიყო რომელიმე კონკრეტული პირის დასჯის მოთხოვნა. ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.