ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაშია ჩაფლული და მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს(ეს ოცი საუკუნის წინ) და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში. - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კომენტარში აცხადებს, რონმელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს:
"შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა სტალინზე ფიქრობს.
ეკლესია ქრისტეზე უყვება, ზოგი ტელევიზია კი სტალინზე უყვება თავის მსმენელს, რეალურად დასცინის მსმენელს.
ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაშია ჩაფლული და მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს(ეს ოცი საუკუნის წინ) და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში.
მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.
ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს.
ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც"
ეს არის მიზანმიმართული ტაქტიკა, რომ არ მივიდეს მაყურებლამდე ნამდვილი შინაარსი დღესასწაულისა".
მამა ანდრიას კომენტარი "ინტერპრესნიუსთან"
შეგახსენებთ: 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, გიორგი კანდელაკმაც. მოგვიანებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა განაცხადეს, რომ რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარს მათ შესწირეს.