იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ გავგიჟდებით, გავბრაზდებით და პროვოკაციას მოგვიწყობენ, ან დავიღლებით,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს ხელისუფლება უკეთ არის მომზადებული ტყუილის ტირაჟირებაში, სიცრუის კამპანიის სხვადასხვა ფორმით გავრცელებაში. ისინი თვლიან, რომ იქნებიან უფრო ორგანიზებული და ეფექტური ძალა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ამოცანაში, ვიდრე ჩვენ ყველა დანარჩენი თავისუფალი ადამიანები. მათ იმის იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია, მედია სხვადასხვანაირია. იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ გავგიჟდებით, გავბრაზდებით და პროვოკაციას მოგვიწყობენ, ან დავიღლებით. ჩვენ, მთელმა საქართველოს იმ ნაწილმა, ვინც ზუსტად ვიცით, რომ ეს კანონი რუსულია, ეს არგუმენტები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის სიმართლის მისაწოდებლად", - ამბობს უსუფაშვილი.