ეს „დიპლომატის პაროდია“, რომლის ქვეყნის ჯარი რეალურად იღებდა მონაწილეობას 2009 წლის 9 მაისის აღლუმში წითელ მოედანზე ქართველების სისხლის მსმელ რუს ოკუპანტებთან, ხოლო უკრაინელი სარდალი სააღლუმო პატაკს აბარებდა შოიგუს - რას გვიბედავს? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოცნების“ დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე.
ქართველიშვილი ხელისუფლებას ურჩევს, კასიანოვი სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანონ ერთადერთი მიზნით - უვნებლად მიაცილონ თვითმფრინავის ტრაპამდე.
„მე ვურჩევ ხელისუფლებას - ეს არარაობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანონ, ოღონდ ერთადერთი მიზნით: უვნებლად მიაცილონ თვითმფრინავის ტრაპამდე. საზოგადოების მოთმინების ფიალა უკვე აშკარად გადაივსო. ეს „დიპლომატის პაროდია“, რომლის ქვეყნის ჯარი რეალურად იღებდა მონაწილეობას 2009 წლის 9 მაისის აღლუმში წითელ მოედანზე ქართველების სისხლის მსმელ რუს ოკუპანტებთან, ხოლო უკრაინელი სარდალი სააღლუმო პატაკს აბარებდა შოიგუს - რას გვიბედავს?
ეს არარაობა, რომლის პარლამენტი 2008 წელს კენჭისყრაზე იხილავდა ორ რეზოლუციას: „ქართული ჯარის აგრესია სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ და „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე“ - რას იძახის ჩვენს ხელისუფლებაზე და შოიგუზე? მე ვერ მივცემ რჩევას ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა მოექცეს, მაგრამ...მაგრამ...მაგრამ...“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.