ყველა მიმართულებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ ქმედებებს ახორციელებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„თითქმის ორი თვეა, რადიკალი ოპოზიციის მხრიდან ვაკვირდებით ძალიან მძიმე თავდასხმებს. სამწუხაროა, მაგრამ, ზოგადად, ეს მოცემულობა თავდასხმები, ძალადობა შობს ძალადობას. ყველა მიმართულებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ ქმედებებს ახორციელებენ. ჩვენ, საზოგადოებას, კარგად გვახსოვს საიდან დაიწყო ძალადობა, როგორ მიეპარა რადიკალი ოპოზიციონერი უმრავლესობის ლიდერს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა შობა ასევე ძალადობა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა გადავიდეს მშვიდ რეჟიმში და მოემზადოს საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.