ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან” განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო შეაფასა.
„თუ რამეს შეიძლება, ვუწოდოთ რუსული ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის ვეტო. ეს არის ის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, რომელიც დღეს ზურაბიშვილმა იკადრა და გააკეთა. მან ყველა რეკორდი მოხსნა კონსტიტუციის დარღვევის და ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების. ვნახავთ იმ ფარატინა ქაღალდს, ფურცლის ნაგლეჯს, რომელსაც გამოაგზავნის. თვითონ როგორც აუწყა საზოგადოებას, იქ არანაირი არგუმენტი არ წერია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.