ამ პოლიტიკურ სივრცეში ქვეყნის გამოღლეტვა, ჩვენი ამომრჩევლის შეკვეთის შესრულება, ხელისუფლებისგან, შესაძლებელია პრეზიდენტისა და პარტიების თანამშრომლობით, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ისინი, რომლებიც არასოდეს არ იყვნენ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პოლიტიკურ სივრცეში, ისინიც კი მივიდნენ და ქარტიას ხელი მოაწერეს. ეს კარგი პროცესია, ერთმანეთს სჭირდება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და პრეზიდენტი ზურაბიშვილი ალტრუისტი კი არ არის. ერთმანეთი გვჭირდება, და ყველას გააზრებული გვაქვს, ის რომ ჩვენი ფუნქცია ამ პოლიტიკურ სივრცეში ქვეყნის გამოღლეტვა, ჩვენი ამომრჩევლის შეკვეთის შესრულება, ამ ხელისუფლებისგან, შესაძლებელია პრეზიდენტისა და პარტიების თანამშრომლობით.
ეს იქნება ძალიან დიდი ცვლილებების არჩევნები. 150 ათასით მეტი ამომრჩეველია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ვინც 18 წლის გახდა. ამ 150 ათი ათასიდან აბსოლუტური უმრავლესობა რუსთაველზე დგას. ლექციიდან მოვდივარ ახლა და ვიცი რა განწყობაა სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობაში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.