პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

"გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული.

ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე."- წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც.