4 ოქტომბერს ამომრჩეველს აქვს საშუალება, „ქართული ოცნება“ მეათედ აირჩიოს, ის ძალა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას იცავს, ქართველმა ხალხმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის დაბრუნება არ უნდა დაუშვას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა, ვისაც რეგიონში ცეცხლის მეტი კერა უნდა, მათი სურვილია, საქართველო ამ პროცესში ჩაერთოს და დედაქალაქში ომის წვიმა იყოს.

„4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამომრჩეველს აქვს საშუალება, „ქართული ოცნება“ მეათედ აირჩიოს, ის ძალა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას იცავს. ქართველმა ხალხმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის დაბრუნება არ უნდა დაუშვას. ვნახეთ, რომ წალენჯიხაში ისიც ვერ გააკეთეს, რომ პროგრამებისთვის მთავრობისთვის მიემართათ. მთავრობა რომ არა, პროგრამები ვერ განხორციელდებოდა. წალენჯიხაში, მერიის სტრუქტურებში წმენდა იმიტომ ჩაატარეს, რომ ადამიანები მხარს „ნაცმოძრაობას“ არ უჭერდნენ. იმავეს გაკეთება „ლელო“-ს უნდა, რომელმაც თქვა, რომ მუნიციპალური სამსახურების მუშაობას გავაჩერებთო. მთავარი გამოწვევა და საფრთხე მეორე ფრონტია, რომელიც არსად წასულა. ვისაც ცეცხლის მეტი კერა უნდა რეგიონში, მათი სურვილია, რომ საქართველო ამ პროცესში ჩაერთოს და დედაქალაქში ომის წვიმა იყოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.