პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, სალომე სამადაშვილის განცხადებები გასაგებია, რადგან მის მიმართ გაცემული დავალებაა, რომ „ლელოელი“ „ნაცები“ ძველ „ნაცებს“ გაემიჯნონ და მხარდაჭერის მოპოვება სცადონ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არჩევნებზე მათ ხალხის მხარდაჭერა ვერ ექნებათ.
„სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“, სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახლა გადაპორტირებულია „ლელოში“. მისი განცხადებები გასაგებია, რადგან მის მიმართ გაცემული დავალებაა, რომ „ლელოელი“ „ნაცები“ ძველ „ნაცებს“ გაემიჯნონ, ახალი ისტორია შექმნან და მხარდაჭერის მოპოვება სცადონ. მათ მხარდაჭერა როგორ უნდა ჰქონდეთ? ისინი კიდევ ერთ უარს 4 ოქტომბერს მოისმენენ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.