ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია დეზინდორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „გამჭვრივალობის კანონი” დღეს სამივე მოსმენით განიხილება.
„ყველაზე უბედურება ის არის, როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. თქვენ ფიქრობთ ჩვენს საზოგადოებას ამას დააჯერებთ, რომ დღეს პარლამენტი ერთი მოსმენით იღებს [კანონპროექტს], რაც ნიშნავს თურმე პირველ, მეორე, მესამე მოსმენით მიღებას.
ის, რასაც კომიტეტზე განვიხილავთ ერთი მოსმენით, თურმე ეს ნიშნავს სამივე მოსმენით მიღებას. ამაშიც როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე აქაც ჩანს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.