პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს მიმართა, სხდომაზე კანონპროექტი განიხილონ შინაარსობრივად და ვისაც ამის სურვილი არ აქვს, დატოვოს სხდომა.
ოხანაშვილმა მიმართა კომიტეტის სხდომაზე მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, შეაფასონ ალეკო ელისაშვილის ქმედება, როდესაც ის თავს დაესხა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძეს.
„ყველა ოპოზიციონერს მოგიწოდებთ, თუ გაქვთ სურვილი, ეს უღირსი საქციელი, რაც ამ კაცად წოდებულმა იკადრა, დაგმოთ, გააკეთეთ კომენტარი. ასევე, უფლებადამცველები რომ ზიხართ აქ, მიეცით შეფასება, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება უკიდურესად და უმკაცრესად პასუხგაცემული. ან შემოხვალთ შინაარსობრივ განხილვაში, ან რეგლამენტის სრული დაცვით, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.