„გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 „გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად შავი ფულისთვის ბრძოლაში და დააანიცირებინეს ამათ პროექტი. თან აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი რეალურად არ არის საკმარისი, რაც დღეს გვაქვს და თან უნდათ, ამ მსუბუქი რეგულაციით გახარია გადააფარონ შავი ფულისთვის ბრძოლას და მაშველ რგოლი ჰყავთ ახლა გახარია შავი ფულისთვის ბრძოლაში. ეს არის ფაქტი“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეა "გახარია საქართველოსთვის" განაცხადა: ბიუროზე წარვადგენთ დამატებით კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ ცვლილებებს გრანტების შესახებ საქართველოს კანონში