მომხსენებელი როგორც კი იწყებს შინაარსობრივ მსჯელობას, ორ ხმაში ესაუბრებიან, ქალბატონი თინა და ქალბატონი ანა იყვნენ ახლა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება მიუთითებს ერთადერთზე, რომ მათ სურთ დისკუსიის ჩაშლა.
"გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ. დაელოდეთ, გამობრძანდით შემდგომ შეკითხვით და წარმოაჩინეთ თქვენი შეკითხვა, რა გინდათ რომ გვითხრათ. ამიტომ გთხოვთ, დაასრულებინეთ. მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა მაგრამ მოგიწევთ." - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: